გაკვეთილი გეგმა


სამოდელო  გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ირმა გუმბერიძე
საგანი: ფიზიკა
კლასი: IX
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინოვაციური
(მეთოდური თვალსაზრისით). მეთოდი: “გაჩერებებით სწავლება“.


თემა: ,,სინათლის არეკვლის კანონები.
              ბრტყელი სარკე“.
დრო:   45  წუთი.
მოსწავლეთა პროფილი:
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში: 7
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლემ შეძლოს სინათლის არეკვლის კანონის შესახებ ინფორმაციის მოძიება და დახარისხება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროდან: ტექსტი, ექსპერიმენტი, მასწავლებლის მინი-ლექციით;
·         მოსწავლემ გაიაზროს სხივთა სვლა ბრტყელ სარკეში და  ააგოს გამოსახულება  სარკეში; აგრეთვე,  სინათლის არეკვლის მოვლენაზე დაყრდნობით  შეძლოს პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა და   მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა.
·         მოსწავლეებმა მოახდინონ მოძიებული ინფორმაციის  შეჯერება  ჯგუფებში და მოამზადონ საპრეზენტაციო მასალა.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ფიზ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ატარებს ცდებს სინათლის გავრცელების შესასწავლად, იყენებს სხივის გეომეტრიულ მოდელს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
·         აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში, აანალიზებს ამ მოვლენებს სათანადო ფორმულების გამოყენებით.
·         ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს ამოცანების ამოსახსნელად.

-2-
კვლ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება, მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს შესაბამის მასალას/ან აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით.
·         აწარმოებს დაკვირვებას და /ან გაზომვებს, აღრიცხავს მონაცემებს.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
ü  ინფორმაცია სინათლის ორმაგი ბუნების შესახებ;
ü  სინათლის წრფივი გავრცელება;
ü  მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეები.
შეფასება და თვითშეფასება:
§  განმსაზღვრელი შეფასება პრეზენტაციისა და სააზროვნო ამოცანების ამოხსნისათვის,(დანართები #1,#2);
§  განმავითარებელი შეფასება წყვილებში მუშაობის, ჩართულობისა და საერთო-საკლასო გამოკითხვის პროცესში საჭიროებისამებრ(„ცერების ტექნიკა“, სიტყვიერი კომენტარი, „გასასვლელი ბილეთი“.
§  თვითშეფასება, ურთიერთშეფასება.
სასწავლო  მასალა და რესურსები:
v  ტექსტი; სახელმძღვანელო;
v  ლაზერი, ტრანსპორტირი, ბრტყელი სარკე, სხვადასხვა სიმრუდის სარკეები, ფარანი, მუშაობის ინსტრუქცია და ლაზერით სარგებლობის უსაფრთხოების წესები;
v  ფლიქჩარტები და მარკერები სამი წყვილისთვის.
v  ფოტომასალა.
v  პროექტორი;
v  შეფასების რუბრიკები და „ გასასვლელი ბილეთები“.


-3-

აქტივობა №1  ორგანიზაციული მხარე და მიზნის გაცნობა;
ხანგრძლივობა:  2წთ, ორგანიზების ფორმა: საერთო-საკლასო.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა სწრებადობის შემოწმება, საგაკვეთილო პროცესისათვის მომზადება,  გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების  გაცნობა.

აქტივობის აღწერა: ვესალმები მოსწავლეებს, საკლასო ჟურნალში ვაფიქსირებ თარიღს და „არ“-ებს.
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს, რომელსაც ვაკრავ თვალსაჩინო ადგილას და ასევე შეფასების კრიტერიუმებს.
                                  A   ფ ა ზ ა
პროვოცირება

აქტივობა №2:  საათის ციფერბლატი.-5წთ
აქტივობის ხანგრძლივობა:    წთ, ორგანიზების ფორმა: წყვილებში
 წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის ვიყენებ ე.წ. ,,საათის ციფერბლატის“ მეთოდს.
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება, ნასწავლი მასალის გახსენება.
აქტივობის აღწერა:  3 წყვილად წინასწარ დაყოფილ კლასს ვურიგებ საკითხებს, რომლებშიც მოთავსებულია 12 დაჭრილ ფურცელზე დაწერილი გამონათქვამები, როგორც ჭეშმარიტი, ისე მცდარი (თითოეულ ჯგუფს 2-2 საკითხი). მოსწავლეები ამ გამონათქვამებს ახარისხებენ და ინსტრუქციის თანახმად (დანართი #2)  დააწებებენ თვალსაჩინო ადგილას გაკრულ ფორმატზე. ფორმატზე წინასწარ გამოსახულია საათის ციფერბლატი. განალაგებენ ისე, რომ დავალების სწორად შესრულების შემთხვევაში მიიღებენ შევსებულ საათის ციფერბლატს.  ვისმენ მოსწავლეთა პასუხებს და ვადგენ წინარე ცოდნას, საჭიროების შემთხვევაში ვეხმარები მათ აზრის სწორად ჩამოყალიბებაში, ვაძლევ ზეპირსიტყვიერ კომენტარებს (უკუკავშირს).
    გამონათქვამები აღებულია გავლილი მასალიდან. ბარათები შემდეგი შინაარსისაა:
·         ოპტიკა შეისწავლის სინათლის ენერგიის გავრცელების კანონებს. ((3=ჭ, 9=მცდ);
·         ერთგვაროვან გარემოში სინათლე ვრცელდება წრფივად (10=ჭ, 3=მცდ);
·         მზე არის სინათლის ხელოვნური წყარო ((4=ჭ, 12=მცდ);
·         სინათლის სხივი არის წრფე, რომლის გასწვრივაც ვრცელდება ენერგია. (2=ჭ, 4=მცდ);
·         ციცინათელა არის სინათლის ბუნებრივი წყარო. (8=ჭ, 5=მცდ);
·          თუ  სინათლის სხივი გადადის ერთი გამჭვირვალე გარემოდან  მეორე გამჭვირვალე გარემოში და იცვლის მიმართულებას აირიეკლება. (10=ჭ, 5=მცდ);
·         კუთხეს დაცემულ სხივსა და დაცემის წერტილში აღმართულ მართობს შორის დაცემის კუთხე ეწოდება. (4=ჭ, 9=მცდ);
·         სინათლე ათბობს ზედაპირს, რომელსაც ის ეცემა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ სინათლე არ არის ენერგიის გადამტანი. (1=ჭ, 6=მცდ);
·         სინათლის სხივი უხილავია. (11=ჭ, 8=მცდ);
·         თუ ორი გარემოს გამყოფ ზედაპირზე დაცემული სინათლის ხივი ბრუნდება იმავე გარემოში- შთაინთქმება. (3=ჭ, 7=მცდ);
·         სინათლის წრფივი გავრცელების მიზეზია ჩრდილის წარმოქმნა. (11=ჭ, 6=მცდ);
·         თუ მთვარე მოხვდება მზესა და დედამიწას შორის დაიმზირება მთვარის დაბნელება. (2=ჭ, 9=მცდ);


-4-

აქტივობა №3 . „სასწავლო გაჩერებები“ ;
ხანგრძლივობა:   15 წთ., ორგანიზების ფორმა: წყვილებში

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ  სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით შეძლოს ახალი მასალის გაგება,  გააზრება და დახარისხება,

აქტივობის აღწერა:
ნაბიჯი #1(წყვილების  დაკომპლექტება და ინსტრუქციის გაცემა. ): გადათვლის პრინციპით კლასს ვყოფ  სამ  წყვილად, რომლებიც ადგილს იკავებენ 3 მაგიდასთან. მაგიდებზე ვათავსებ ფურცლებს შემდეგი  წარწერით:1.“ტექსტის გააზრება“; 2. „ექსპერიმენტი“; 3. „ინტერაქტიული მინი-ლექცია“
   მოსწავლეებს ვაცნობ მუშაობის ინსტრუქციას: „თითოეულ თქვენგანს მოუწევს მუშაობა სათითაოდ სამივე მაგიდასთან,  ანუ სამ გაჩერებაზე, საიდანაც თქვენ უნდა შეაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ახალი მასალის ირგვლივ და გააკეთოთ ჩანაწერები რვეულებში ან ფურცლებზე.
    წყვილი, რომელიც იმუშავებს პირველ მაგიდასთან კითხულობს ტექსტს სახელმძღვანელოდან და ამოკრებს საჭირო ინფორმაციას;
მე-2 მაგიდასთან წყვილი ასრულებს ექსპერიმენტს, რომლის ინსტრუქცია მოთავსებულია ხელსაწყოებთან ერთად. ყურადღება მიაქციეთ ლაზერით მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვას;
   მე-3 მაგიდასთან საშუალება გეძლევათ საკითხის ირგვლივ დამისვათ კითხვები და მოისმინოთ ჩემგან პასუხები;
    თითოეულ ამ გაჩერებებზე თქვენ მოგიწევთ მუშაობა მხოლოდ 5-5 წუთი. დროის ამოწურვის შემდეგ I წყვილი გადაინაცვლებს  II  მაგიდასთან, II წყვილი- III მაგიდასთან, III  წყვილი ადგილს დაიკავებს  I მაგიდასთან, სადაც ასევე ასრულებთ შესაბამის დავალებებს. საბოლოოდ ყველა წყვილი  მასალებს შეაგროვებთ სამივე გაჩერებაზე და დააფიქსირებთ სამუშაო რვეულებში“.
თუ რამდენად გასაგებია ინსტრუქცია ვამოწმებ „ცერების ტექნიკით“.
ნაბიჯი#2: (წყილების მუშაობა გაჩერებებზე და მასალის შეგროვება.  ) ვრთავ წამმზომს და ჯგუფები იწყებენ მუშაობას.
ყოველი 5 წუთის ამოწურვის შემდეგ ხმოვანი სიგნალის შემდეგ,  ჯგუფები საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით გადაინაცვლებენ მომდევნო გაჩერებაზე და აგრძელებენ მუშაობას.

აქტივობა4. საპრეზენტაციო მასალის მომზადება ;
ხანგრძლივობა:    4 წთ., ორგანიზების ფორმა: წყვილები

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ  მეწყვილესთან ერთად შეძლოს მოძიებული ინფორმაციის გაფილტვრა, დახარისხება და ფლიპჩარტზე გადატანა.

აქტივობის აღწერა: საპრეზენტაციო მასალას ვყოფ სამ ნაწილად:
v  „სინათლის არეკვლის კანონი. სარკული არეკვლა“,
v  „სინათლის არეკვლის კანონი.  დიფუზიური არეკვლა
v  „სინათლის არეკვლის კანონი. ბრტყელი სარკე“.

თითოეულ წყვილს ვურიგებ ფლიპჩარტებს და მარკერებს. ისინი მუშაობენ და ახდენენ მოძიებული ინფორმაციის ვიზუალურ  დემონსტრირებას.
აქტივობა5.  პრეზენტაციები და შეფასება.
ხანგრძლივობა: თითოეული წყვილისთვის პრეზენტაცია 3-3 წთ, შეფასება 1-1 წთ. სულ    6 წთ.

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ   შეძლოს  შექმნილი პროდუქტის-საპრეზენტაციო მასალის გამოყენებით განკუთვნილ დროში აუდიტორიას წარუდგინოს ახალი თემა.

აქტივობის აღწერა: წყვილებიდან ერთ-ერთი წარმოადგენს ფლიპჩარტს დაფასთან და აკეთებს პრეზენტაციას.
თითოეულ პრეზენტაციას აფასებს ნომრით მომდევნო  ჯგუფი შესაბამისი რუბრიკის მიხედვით, საბოლოოდ გადაწყვეტილებას შეფასების შესახებ ვიღებ მე.




-6-
აქტივობა6. ახალი მასალის განმტკიცება პრაქტიკული დავალებებით.
ხანგრძლივობა:    6  წთ.

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ   შეძლოს  სინათლის არეკვლის კანონის გამოყენებით პრაქტიკული მაგალითებისა და ამოცანის გადაწყვეტა.

აქტივობის აღწერა:
ნაბიჯი #1:   მოსწავლეებს ვუჩვენებ სასწრაფო დახმარების ფოტოს და ვუსვამ შეკითხვას: „რატომაა მანქანაზე წარწერა AMBULANCE  შებრუნებულად?“
დაწერე  AMBULANCE შებრუნებული მიმდევრობით და სარკეში წაიკითხე მერე. ასოს მოყვანილობაც სარკისებურად უნდა იყოს შებრუნებული
მოფიქრებისა და ახსნის  დრო 2 წთ.
ნაბიჯი#2: ჯგუფებს ვუჩვენებ „მოხუცი მეთევზის“ ფოტოს, ასევე თითოეულ ჯგუფს ვურიგებ ამ სურათის ქსეროქსს.
კითხვა: „ ზოგიერთი ხელოვანი ამტკიცებდა,რომ ყოველ ადამიანში არის ღმერთი, ანუ სიკეთე და ეშმაკი, ანუ ბოროტება. ერთ-ერთმა მხატვარმა ტივადარ ჩონტვარმა შექმნა ფერწერული ტილო, რომლის ასლი მოთავსებულია თქვენს წინაშე. რისი დახმარებით შეგიძლიათ აჩვენოთ,რომ ყველა ადამიანშია სიკეთე და ბოროტება?“ მოფიქრებისა და წარდგენის დრო: 2 წთ.
ნაბიჯი #3:  მინი-ლექცია(2 წთ.): ლეონარდო და ვინჩი საკუთარი ნამუშევრების გასაიდუმლოების მიზნით ჩანაწერებს აკეთებდა სარკის გამოყენებით უკუღმა, რის გამოც მათი  გაშიფრვა დიდხანს ვერ მოხერხდა, სანამ მეცნიერებმა არ აღმოაჩინეს ამ საიდუმლოს მთავარი  მიზეზი“. აქვე მოსწავლეებს ვუჩვენებ ლეონარდო და ვინჩის  უბის წიგნაკს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წიგნია და მისი ფასი 44,5 მლნ. დოლარია. ამ ჩანაწერების მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათი წაკითხვა მხოლოდ სარკის მეშვეობით ხდებოდა.
ნაბიჯი#5:  ამოცანის ამოხსნა:
ჭაში,რომელშიც წყალი დამშრალია ჩაგვივარდა ბეჭედი. მზის სხივები, რომელიც მიწასთან 400 -იან კუთხეს ადგენენ ჭის ფსკერს ვერ ანათებენ. როგორ მოვათავსოთ ბრტყელი სარკე ჰორიზონტისადმი, რომ შევძლოთ ფსკერის განათება და ბეჭდის დანახვა?
ამოცანის პირობის უკეთ გააზრების მიზნით მოსწავლეებს ვუჩვენებ ბრტყელი სარკისა და ფარანის გამოყენებით, თუ როგორ შემიძლია სინათლის სხივთა კონის  მიმართვა სასურველი მიმართულებით. ამოცანის ამოხსნისათვის და წარდგენისათვის  წყვილებს ეძლევათ  შესაბამისად, 4 წთ.
ამოცანების შესრულების  შეფასებას ვახდენ  რუბრიკის მიხედვით.

აქტივობა# 7 „გასასვლელი ბილეთების“ შევსება(2წთ) .
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ თვითშეფასება წერილობითი ფორმით წარმოდგენა.
აქტივობის აღწერა: თვითშეფასების მიზნით მოსწავლეებს ვურიგებ ფურცლებს „რა მიმაქვს გაკვეთილიდან“, რომელზეც  დამოუკიდებლად უნდა დაწერონ, თუ რა დაამახსოვრდათ ნასწავლი მასალიდან  ყველაზე მეტად და რა დარჩათ ბუნდოვანი.

საშინაო დავალების მიცემა:
v  სახელმძღვანელოდან §6.3. „სინათლის არეკვლა. ბრტყელი სარკე“.
v    მოიპოვეთ ინფორმაცია ამოზნექილი და ჩაზნექილი სარკეების შესახებ .
v  მოიფიქრეთ, რომელ სფეროში და როგორ  იყენებს ადამიანი სარკეებს? მოიყვანეთ მაგალითები.











დანართი 2
გაქვთ 4-4 ბარათი, თითოეულ ბარათზე არის გამონათქვამი, რომელიც აღებულია უკვე ნასწავლი მასალიდან. 
მაგალითად: მასის საზომის ერთეულია კილოგრამი.
პასუხი:  3=ჭეშმარიტი, მცდარი =8.
თუ ფიქრობთ, რომ ეს გამონათქვამი ჭეშმარიტია, ბარათი ისე მიამაგრეთ ფლიფჩარტზე, რომ წარწერა 3 დაემთხვეს წარმოსახვითი საათის ციფერბლატზე 3–ს, თუ ფიქრობთ, რომ ეს გამონათქვამი მცდარია, მაშინ წარწერა 8 დაემთხვეს წარმოსახვითი საათის ციფერბლატზე 8–ს. თუ სწორად გაართმევთ თავს დავალებას, ფლიფჩარტზე ბარათების კიდეებით საათის ციფერბლატი მიიღება.










დანართი 3
„გასასვლელი ბილეთი“
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა
1.       დაცემის კუთხე 300-ის რისი ტოია არეკვლის კუთხე
ა)   300               ბ)  600           გ) 00
2.       რა კუთხით უნდა დაეცეს სინათლის სხივი, რომ კუთხე დაცემულ სხივსა და არეკვლის სხივს შორის იყოს 800
ა)  800                         ბ) 400                    გ) 900
3.       სხივი ჰორიზონტალუტად ეცემა ბრტყელ სარკეს და აირეკლება. რისი ტოლია X კუთხე.
   ა)   840            ბ)  940      გ) 960
4.       ჩამოთვლილი სხეულების ზედაპირები განასხვავე ამრეკლი თვისებების მიხედვით და შეავსე ცხრილი:  გაპრიალებული ლითონის ზედაპირი, ბეტონის კედელი, ყინულის მოედანი, თეთრი ფურცელი, ავეჯის გაპრიალებული ზედაპირი, მინის ზედაპირი, ხის კარი, გუბურას ზედაპირი.
სარკული ზედაპირი
დიფუზიური ზედაპირი




5.       რომელია წარმოსახვითი გამოსახულება: გამოსახულება ფოტოზე თუ სარკეში.


                                              პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
ძალიან კარგი
ნათლად არის ჩამოყალიბებული
პრეზენტაციის
მიზანი




აუდიტორიას
ინფორმაცია
მიეწოდება
გასაგებად




დროის ლიმიტი
დაცულია




პრეზენტაცია
ეფექტურია





                                       
                         
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
1-4
5-6
7-8
9-10
თემის გასაგებად წარმოდგენა
ბუნდოვანია თემის შინაარსი
ნაწილობრივ გასაგებია და მოითხოვს დამატებით განმარტებას.
ლოგიკურად არის აგებული,შეინიშნება მცირე ხარვეზები.
წარმოდგენილი საკითხი ნათელი და გასაგებია
არგუმენტაცია
არასწორად აკეთებს არგუმენტაციას.
არგუმენტები მცირეა და არადამაჯერებელი
არგუმენტები აქვს, მაგრამ აკლია ფაქტობრივი მასალით გამყარება.
არგუმენტები ბევრია და დამაჯერებელი,გამყარებულია ფაქტობრივი მასალით.
დასკვნის გამოტანა
დასკვნები გამოაქვს არასწორად.
გამოაქვს დასკვნები, მაგრამ გაუმართავი.
აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს, მაგრამ უჭირს ჩამოყალიბება.
დასკვნები არის კარგად ორგანიზებული,ჩამოყალიბებული და ლოგიკური.



No comments:

Post a Comment